2024 წელს 570 მლნ ლარის მოცულობის საჯარო კორპორაციული ემისია განხორციელდა. როგორც Galt & Taggart-ის კაპიტალის ბაზრების სამსახურის უფროსმა ვანო კიკვილაშვილმა BMG-ის უთხრა, ამ მოცულობის ემისია ჯამში 11-მა ქართულმა კომპანიამ განახორციელა. ამას გარდა, შარშან ბაზარს ექვსი ახალი ემიტენტი დაემატა. ემისიების 66% დოლარზე მოდის, 20% – ლარზე, 14% კი ევროზე.
“ქართულ ბაზარზე ძირითადად უცხოური ვალუტის ობლიგაციებს ფიზიკური პირები ყიდულობენ, ხოლო ლარის ობლიგაციებს – კომერციული ბანკები. საპენსიო ფონდიც მონაწილეობს ხოლმე, თუმცა მეტწილად ლარის ემისიებში”, – ამბობს კიკვილაშვილი და ამატებს, რომ შარშან ობლიგაციები ორმა კომერციულმა ბანკმა: ბაზის და ლიბერთი ბანკებმა გამოუშვეს.
ობლიგაცია სავალო ფასიანი ქაღალდია. ემიტენტი გამოსცემს ობლიგაციას, რათა მიიღოს თანხა ინვესტორებისგან, რომლებსაც აქვთ სურვილი, გაასესხონ ფული გარკვეული დროის პერიოდით.
როდესაც ინვესტორი ყიდულობს ობლიგაციას, ის ფულს ასესხებს ობლიგაციის გამომშვებ პირს, რომელიც შეიძლება იყოს სახელმწიფო, საფინანსო ინსტიტუტი ან კორპორაცია. სანაცვლოდ, ინვესტორის წინაშე ემიტენტი ვალდებულია, გაისტუმროს ხელშეკრულებით განსაზღვრული კუპონი (ერთგვარი სარგებლის თანხა, რომელიც განსაზღვრულია კუპონის განაკვეთით) და ნომინალური ღირებულება (სესხად აღებული ძირი თანხა), რომელთა ანაზღაურებაც უნდა მოხდეს ობლიგაციის დაფარვის ვადის ფარგლებში.
საქართველოს მელიორაცია განმარტავს, რა სქემით დაასუბსიდირებს მთავრობა სატბორე მეურნეობებს. მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, მოხმარებლები გადაიხდიან მომსახურების საფასურის გათვალისწინებით გადასახდელი თანხის 20%-ს, მაგრამ…
“დღეს ხელვაჩაურში ვხსნით იუსტიციის სახლს, რომელიც აჭარაში არის რიგით მეცხრე”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელვაჩაურის იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებაზე…
ხელვაჩაურში იუსტიციის სახლი რამდენიმე წუთის წინ გაიხსნა. გახსნის ღონისძიებაზე იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ განაცხადა, რომ ახალი იუსტიციის სახლები ასევე გაიხსნება მცხეთაში, ახმეტაში,…